ლეო არის მამაცი, ენთუზიაზმით სავსე, წყნარი და თავმდაბალი. ეს ხასიათი ხსნის თუ რატომ არის ლეო მსოფლიოში საუკეთესო. აპრილის 18 დღიან “ელ კლასიკოს” დღეებიც ამტკიცებს მის გაბედულებას. “რეალის” ფეხბურთელები მას ეუხეშებოდნენ და ურტყამდნენ ფეხებში. მესიც ერიდებოდა მათ, მაგრამ ერთხელ აღარ მოერიდა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი გოლიც გაიტანა.
მესი არის ფეხბურთში სიმართლის განსახიერება, რომელიც არასდროს ეჩხუბება მსაჯს. იგი მყარად დგას ფეხებზე და იშვიათად ეცემა.
ჩემპიონთა ლიგაზე იგი ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს. გავიხსენოთ 2009 წელს “მანჩესტერის” წინააღმდეგ გატანილი გოლი. გავიხსენოთ “რეალის” კარში გატანილი გოლი. პირველი – ჭკვიანური მოქმედება, მეორე – სიჩქარე, ძალა, ბალანსი, სისხარტე, მოედნის ხედვა და ვირტუოზობა.
“ვფიქრობ ამ გენიას სიტყვებით ვერ აღწერ. სწორედ ამიტომაცაა გენიოსი. მას აქვს ინისტიქტი. მას უყვარს ზეწოლით თამაში. ის საუკეთესოა რაც კი დაბადებულა” – განაცხადა “ბარსელონას” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.