სპორტი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი დაასრულა. ნიკა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაციას იკეთებს და 2020 წლის დასაწყისში კორტს დაუბრუნდება, იქამდე კი შევაჯამოთ ბასილაშვილის მიერ განვლილი სეზონი.ნიკოლოზმა წელს ერთეულთა თანრიგში 28 შეხვედრა მოიგო და 24 წააგო. “ჰარდის” საფარზე 17 მოგება, 15 წაგება, გრუნტი 10-6, ბალახი 1-3.

იკას წლევანდელ სეზონს, თუ არ ჩავთვლით ჰამბურგის ტურნირის მოგებას, შეგვიძლია წარუმატებელი ვუწოდოთ და ამის მიზეზი მის სტატისტიკაში კარგად ჩანს.

ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის სტატისტიკის მიხედვით 2019 წელს ბასილაშვილმა 285 ეისი ჩააწოდა და 302 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისი მთავარი პრობლემა არასტაბილური ჩაწოდება იყო. რეიტინგში ნიკაზე წინ მდგომ ჩოგბურთლებს შორის მხოლოდ ორ მოთამაშეს დიეგო შვარცმანს და ფაბიო ფონინის აქვთ ეისებსა და ორმაგ შეცდომებს შორის უარყოფითი ბალანსი, დანარჩენი ჩოგბურთელების ეისების რაოდენობა ორმაგ შეცდომებზე ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი აქვთ.

სეზონის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკამ განაცხადა, რომ მისი არასტაბილური ჩაწოდება ტრავმით იყო გამოწვეული. იმედია ოპერაციის შემდეგ ბასილაშვილი უკეთ ჩააწვდის და ახალი სეზონიდან უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started