დიეგო მარადონა

დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ფეხბურთის ბევრი ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started