ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონის შემდეგ თავისი კარიერა დაასრულა. 16 წელი NBA-ში ძალიან დიდი შედეგია.პროფესიონალი ათლეტის კარიერა, ჩვეულებრივ, არცთუ ისე დიდხანს გრძელდება. 16 წელი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დროა. იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა შეძლოს, სპორტსმენისგან აუცილებელია სამაგალითო დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ვარჯიშებზე გაწეულ შრომას გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა, უდავოა, რომ ზაზას მთელი ამ ხნის მანძილზე უმაგალითო მონდომებითა და პროფესიონალიზმით უნდა ეზრუნა თავის სათამაშო ფორმაზე და არ მიეცა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება.
2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა. 2018 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „დეტროიტ პისტონსთან“. 2019 წელს კვლავ „გოლდენ-სტეიტში“ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03). 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო