რაფაელ ნადალ პარერა დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს, მანკაორის რეზიდენციაში, ქალაქ მალიორკაში(ესპანეთი).მისი მშობლები არიან სებასტიან ნადალი და ანა-მარია პარერა. ჰყავს ერთი და მარია ისაბელი.რაფაელ ნადალი არის პროფესიონალი ჩოგბურთელი. არის ცაცია.მწვრთნელი არის ნადალის ბიძა ტონი ნადალი.
სპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. მოგებული აქვს რეკორდული 11 საფრანგეთის ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ, ხოლო სხვა საფარებზე მოპოვებული გამარჯვებების გამო, ის ასევე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში
ნადალს მოგებული აქვს 19 დიდი სლემის ტურნირი – 12 საფრანგეთის ღია პირველობა, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება. ესპანელს ასევე მოგებული აქვს რეკორდული 35 მასტერსი. ჯამში ნადალმა კარიერაში ATP-ის 84 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ესპანელი 196 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.
ოლიმპიურ თამაშებზე, ნადალს 1-1 ოქროს მედალი აქვს ერთეულებში და წყვილებში მოგებული. 2010 წელს, იგი გახდა მეორე ჩოგბურთელი ანდრე აგასის შემდეგ მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც კარიერული ოქროს სლემი შეასრულა (მოიგო ყველა დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში). სანაკრებო დონეზე, მან 4-ჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად