ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონის შემდეგ თავისი კარიერა დაასრულა. 16 წელი NBA-ში ძალიან დიდი შედეგია.პროფესიონალი ათლეტის კარიერა, ჩვეულებრივ, არცთუ ისე დიდხანს გრძელდება. 16 წელი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დროა. იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა შეძლოს, სპორტსმენისგან აუცილებელია სამაგალითო დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ვარჯიშებზე გაწეულ შრომას გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა, უდავოა, რომ ზაზას მთელი ამ ხნის მანძილზე უმაგალითო მონდომებითა და პროფესიონალიზმით უნდა ეზრუნა თავის სათამაშო ფორმაზე და არ მიეცა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება.

2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ ორი სეზონი გაატარა და ორივე სეზონში NBA-ის ჩემპიონი და ბეჭდის მფლობელი გახდა. 2018 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „დეტროიტ პისტონსთან“2019 წელს კვლავ „გოლდენ-სტეიტში“ დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03). 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L’Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელი. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა)[32]. მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol)

პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვია. 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა, რამაც სანტოსს საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. სანტოსთან ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი[41][42][43].

სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც სანტოსი მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს. სათამაშო კარიერის დროს, ის ღრმა თავდამსხმელად თამაშობდა[5][30][44][45].

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა ნიუ-იორკ კოსმოსის საპატიო პრეზიდენტად

დიეგო მარადონა

დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ფეხბურთის ბევრი ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

კახა კალაძე

კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი1978სამტრედიასაქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელისაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0–0 დასრულდა. მისი თქმით, კრისტიან ვიერის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით

რაფაელ ნადალი

რაფაელ ნადალ პარერა დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს, მანკაორის რეზიდენციაში, ქალაქ მალიორკაში(ესპანეთი).მისი მშობლები არიან სებასტიან ნადალი და ანა-მარია პარერა. ჰყავს ერთი და მარია ისაბელი.რაფაელ ნადალი არის პროფესიონალი ჩოგბურთელი. არის ცაცია.მწვრთნელი არის ნადალის ბიძა ტონი ნადალი.

სპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. მოგებული აქვს რეკორდული 11 საფრანგეთის ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ, ხოლო სხვა საფარებზე მოპოვებული გამარჯვებების გამო, ის ასევე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში

ნადალს მოგებული აქვს 19 დიდი სლემის ტურნირი – 12 საფრანგეთის ღია პირველობა, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება. ესპანელს ასევე მოგებული აქვს რეკორდული 35 მასტერსი. ჯამში ნადალმა კარიერაში ATP-ის 84 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ესპანელი 196 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.

ოლიმპიურ თამაშებზე, ნადალს 1-1 ოქროს მედალი აქვს ერთეულებში და წყვილებში მოგებული. 2010 წელს, იგი გახდა მეორე ჩოგბურთელი ანდრე აგასის შემდეგ მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც კარიერული ოქროს სლემი შეასრულა (მოიგო ყველა დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში). სანაკრებო დონეზე, მან 4-ჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად

როჯერ ფედერერი

შვეიცარელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაიბადა 1981 წლის 8 აგვისტოს.მას ეკუთვნის ბევრი რეკორდი ჩოგბურთის ისტორიაში-286კვირის მანძილზე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი, მათ შორის 237 კვირა ზედიზედ. დიდი შლემის ტურნირების 17 გზის გამარჯვებულია. კარიერის მანძილზე გამოიმუშავა 70მილიონი დოლარი (ესეც აბსოლუტური რეკორდია).

8 ივლისს მე-7 გაიმარჯვა უიმბლდონის ტურნირზე-ამ სეზონზე ეს მისი მესამე გამარჯვებაა “დიდი სლემის” ტურნირზე.ფედერერი მე-6 ჩოგანია მათ შორის, ვინც კარიერის მანძილზე “დიდი სლემის” 4 ტურნირი აქვს მოგებული.
მას სულ მოგებული აქვს “დიდი სლემის” 17 ტურნირი და 3 ჯილდოთი უსწრებს პიტ სამპრასს.დაქორწინებულია ყოფილ ჩოგბურთელ მირკა ვავრინეცზე. ისინი ერთმანეთს 2000წლის შემდეგ ხვდებოდნენ. ერთმანეთი სიდნეის ოლიმპიადაზე გაიცნეს. 2009 წლის 23 ივლისს შეეძინა ტყუპები- მაილა როუზი და შარლინ რივა.

ლაშა ტალახაძე

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გა​მოკითხვაში 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

მაიკლ ჯორდანი

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა იმათ შორის, ვინც უკვე დაასრულა კარიერა.

2014 წელს, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს არის 6 მილიონით მეტი იმ თანხაზე, რომელიც ჯორდანმა NBA-ში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა.

შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს სპორტული ფეხსაცმელების – Nike Air Jordan-ის გაყიდვიდან მიღებული პროცენტი. აგრეთვე, ყოფილ კალათბურთელს მსხვილი კონტრაქტი აქვს ვიდეოთამაშების მწარმოებელ EA Sports Madden-თან.

გარდა ამისა, ჯორდანი თანამშრომლობს კომპანიებთან – Gatorade (სპორტული სასმელები), Hanes (ტანსაცმელი), Upper Deck (საკოლექციო ბარათები) დაFive Star Fragrances (პარფიუმერია). მაიკლს გააჩნია ხუთი რესტორანი და ავტოსალონი ჩრდილოეთ კაროლინაში, აგრეთვე ფლობს NBA-ის კლუბის “შარლოტ ბობკეტსის” აქციათა საკონტროლო პაკეტს.

ლიონელ მესი

ლეო არის მამაცი, ენთუზიაზმით სავსე, წყნარი და თავმდაბალი. ეს ხასიათი ხსნის თუ რატომ არის ლეო მსოფლიოში საუკეთესო. აპრილის 18 დღიან “ელ კლასიკოს” დღეებიც ამტკიცებს მის გაბედულებას. “რეალის” ფეხბურთელები მას ეუხეშებოდნენ და ურტყამდნენ ფეხებში. მესიც ერიდებოდა მათ, მაგრამ ერთხელ აღარ მოერიდა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი გოლიც გაიტანა.

მესი არის ფეხბურთში სიმართლის განსახიერება, რომელიც არასდროს ეჩხუბება მსაჯს. იგი მყარად დგას ფეხებზე და იშვიათად ეცემა.

ჩემპიონთა ლიგაზე იგი ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს. გავიხსენოთ 2009 წელს “მანჩესტერის” წინააღმდეგ გატანილი გოლი. გავიხსენოთ “რეალის” კარში გატანილი გოლი. პირველი – ჭკვიანური მოქმედება, მეორე – სიჩქარე, ძალა, ბალანსი, სისხარტე, მოედნის ხედვა და ვირტუოზობა.

“ვფიქრობ ამ გენიას სიტყვებით ვერ აღწერ. სწორედ ამიტომაცაა გენიოსი. მას აქვს ინისტიქტი. მას უყვარს ზეწოლით თამაში. ის საუკეთესოა რაც კი დაბადებულა” – განაცხადა “ბარსელონას” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

აბუ დაბიში მიმდინარე გრან სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავანი სერბ ნემანია მაჯდოვს შეხვდა და მესამე კატეგორიის სინჯის მედალი დაისაკუთრა. აღნიშნული დაპირისპირების გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, დამატებით დროში კი ჩვენებურმა მეტოქეს აჯობა.

ჭრიკიშვილის გარდა დღეს ტატამზე კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი: 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი გავიდნენ, თუმცა ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს.

აქვე გეტყვით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე გრან სლემზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეძე ჩვენებური ფინალში სამხრეთ კორეელ ლი მუნ ჯინთან დამარცხდა.

Design a site like this with WordPress.com
Get started